"ჩემი მისამართი ყველამ იცის" - რას პასუხობს ალექსი პეტრიაშვილი ივანიშვილის მიმართვას? - კვირის პალიტრა

"ჩემი მისამართი ყველამ იცის" - რას პასუხობს ალექსი პეტრიაშვილი ივანიშვილის მიმართვას?

მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყანას გამოვადგე, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, მისი პოვნა არ გაუჭირდებათ.

"მე პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოვცილდი, თუმცა ვთვლი, რომ ჩემი თავი დიპლომატიაში ჯერ არ ამომიწურავს. მზად ვარ, საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით ქვეყნის სამსახურში ვიყო და მზად ვარ, რომ ამ ასპარეზზე ქვეყანას გამოვადგე.

აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ არანაირი შემოთავაზება არცერთი მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მე თბილისში ვცხოვრობ, ყველამ იცის ჩემი მისამართი და არავის გაუჭირდება ჩემი პოვნა," - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

იხილეთ ასევე: "მინდა მივმართო "ქართული ოცნების" ძველ გვარდიას... ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი"