"იმ არსებამ, რომელიც ამსტერდამში ზის, ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი გვესაუბრება, მოწამლა მთელი ერი და კულტივაციაზე თქვენ გვესაუბრებით?" - კვირის პალიტრა

"იმ არსებამ, რომელიც ამსტერდამში ზის, ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი გვესაუბრება, მოწამლა მთელი ერი და კულტივაციაზე თქვენ გვესაუბრებით?"

იმ არსებამ, რომელიც ამსტერდამში ზის, ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი გვესაუბრება, მოწამლა მთელი ერი და კულტივაციაზე თქვენ გვესაუბრებით? - ასე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართა.

ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მათი დანდობა აღარ იქნება.

"მომიტევეთ, მაგრამ ამის მოთმენა აღარ შეიძლება. ის არსება, რომელიც ასტერდამში ზის 4 კედელში და "სკაიპით" ერთვება ჩვენს მოსახლეობას, ყურსასმენგარჭობილი და ცხვირში კოკაინშეყრილი ადამიანი და თქვენ კულტივაციაზე გვესაუბრებით? ადამიანმა, რომელმაც მოწამლა მთელი ერი. ეს ადამიანი არაფორმალური მმართველი იქნება თქვენი თუ მთავრობაში აპირებს მოსვლას? - არ დავუშვებთ. ყოველთვის ვერიდები იმ 9 წელზე ლაპარაკს, მაგრამ ჩემმა შვილმა დამისვა კითხვა, რა გააკეთეს ასეთი? 16 წლის არის და მართლაც არ არის მისთვის ცნობილი, თქვენ რა გააკეთეთ. ჩემს სფეროს შევეხები, ბატონო რომან, აღვნიშნავ, რომ კარგი გემოვნება გაქვთ ფეხბურთში, მაგრამ პოლიტიკაში გაქვთ ცუდი გემოვნება, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა. რომელ სკოლაში დადიოდით? ფეხბურთზე ხომ დადიოდით? 35-ში დადიოდით? ის სკოლა განადგურებული რომ არის, იცით? ნორჩი დინამო იცით? - შევარდნაძეს არ გაუყიდია. ბიუჯეტიდან დააფინანსეთ უცხოელი მწვრთნელები, 10 მილიონი გადაიხადეთ და "დააბოლეთ" მთელი საქართველო, რომ მსოფლიოზე გახვიდოდით. ეს ფული ვის გაატანეთ, რა "ატკატები" გააკეთეთ ჩვენმა მოსახლეობამ ჯერჯერობით შეიძლება არ იცის. ნახევარ საათში გადაყენებული პრეზიდენტიც გაიხსენეთ. იცით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ის ცხვირში კოკაინშეყრილი ბატონი როდის გაიღვიძებდა, მთელი მთავრობა ელოდებოდა. გაღვიძებამდე დაასწრო ერთმა ფრთამ "ნაციონალების" რომ აირჩევნდნენ გიორგი ნემსაძეს, მერე მეორე ფრთა მივიდა საჩივლელად. თქვენ გინდათ ეს დააბრუნოთ, ეს გინდათ დაგაბრუნებინოთ, ეს გაუწონასწორებელი ვიღაცა? ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. ბატონო რომან, ვერ მოატყუებთ ქართველ ერს. ის ინსტიქტები, რომელიც მიძინებული გქონდათ და დღეს შეცდომათ აღვიქვამთ, რომ კოჰაბიტაციაში შევედით თქვენთან, ეს იყო შეცდომა. თუმცა, გვინდოდა რომ ერთად გვეცხოვრა და ერთად გაგვეგრძელებინა ცვლილება, მაგრამ თქვენი ცვლილება არ იქნება, როგორც შეერთდით ახლა, ლუსტრაცია მოხდა თქვენი პოლიტიკური სპექტრის, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, დანდობა აღარ იქნება. პოლიტიკურ სანაგვეზე გაგისტუმრებთ ქართველი ერი", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"