"ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია დიდწილად იძულება იყო" - კვირის პალიტრა

"ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია დიდწილად იძულება იყო"

“ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია დიდწილად იძულება იყო, თუმცა შეიძლებოდა ამ ყველაფრის განსხვავებული ხარისხითა და ფორმით გაკეთება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა. “აქაც დაშვებული იყო გარკვეული შეცდომები და სამომავლოდ ამის გამოსწორება საჭიროა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების“ საარჩევნო სია შედგება, ძალიან ბევრი ახალი სახე იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, სიის განახლება ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთის მნიშვნელოვანია.

"ინტერპრესნიუსი"