რას ითხოვს მოკლული 8 წლის გოგონას მამა - კადრები გორის მდუმარე აქციიდან - კვირის პალიტრა

რას ითხოვს მოკლული 8 წლის გოგონას მამა - კადრები გორის მდუმარე აქციიდან

გორში მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ახლობლები ამ წუთებში, გორის ცენტრში, ადმინისტაციულ შენობასთან აქციას მართავენ.

ბერიაშვილის პაპის ძმამ, ხვიჩა ბერიაშვილმა აქცია მას შემდეგ დააანონსა, რაც გარდაცვლილი ბავშვის მამამ და ოჯახის ადვოკატმა შიდა ქართლის პოლიციის შენობა დატოვეს. ბერიაშვილების ოჯახის ადვოკატი დღეს საქმის მასალებს გაეცნო, მათ შორის იმ ფოტო და ვიდეო მასალას, რომელიც ბრალდებულის მხრიდან გოგონასთან მკვლელობამდე ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ადასტურებს.