"ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა" - რას ამბობს კახა კალაძე ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე? - კვირის პალიტრა

"ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა" - რას ამბობს კახა კალაძე ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენაზე?

ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი და პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახი კალაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებას.

მისივე თქმით, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი.

"ოთარ ფარცხალაძეს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით განცხადებას პროკურატურა გააკეთებს. მე მინდა გითხრათ მხოლოდ ის, რომ ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში არავინაა. თუ ვინმეს აქვს რაიმე დანაშაული კანონის წინაშე, ყველას მოეთხოვება პასუხი და ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე", - განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთარ ფარცხალაძეს უკვე შეუფარდა 5 000-ლარიანი გირაო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასამართლოში განუცხადეს, ფარცხალაძისთვის 5.000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა თავად პროკურატურამ დააყენა, რაც მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა.