"ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება" - კვირის პალიტრა

"ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება"

ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნების" ოფისთან განუცხადა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

ძიძიგურმა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესაძლებლობის თაობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

"ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ-მინისტრი იყო და, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის გამოეჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება. ესაა ცალსახა", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

რაც შეეხება პოლიტიკაში გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნების შესაძლებლობას, ძიძიგურის თქმით, კვირიკაშვილი უცხოეთში მუშაობს და მან არ იცის თუ "რა ვითარებაშია ყოფილი პრემიერის პოლიტიკური აქტიურობის თემა".

იხილეთ ვიდეო