"ნაციონალურ მოძრაობას" ინიციატივა აქვს ხელში აღებული, ისინი ზარბაზნებს ესვრიან, "ქართული ოცნება" კი ქვებს ესვრის" - კვირის პალიტრა

"ნაციონალურ მოძრაობას" ინიციატივა აქვს ხელში აღებული, ისინი ზარბაზნებს ესვრიან, "ქართული ოცნება" კი ქვებს ესვრის"

"ნაციონალურ მოძრაობას" ინიციატივა აქვს ხელში აღებული, ისინი ზარბაზნებს ესვრიან, "ქართული ოცნება" კი ქვებს ესვრის, - ამის შესახებ "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები ძალიან დაგვიანებულია და არ იცის რა შედეგს გამოიღებს ეს ნაბიჯები. "რას გამოიწვევს არ ვიცი, რადგან ქართველი ამომრჩეველი ძალიან საინტერესოდ იქცევა, ისე, როგორც არასდროს. ვგულისხმობ იმას, რომ ერის სხეული მაინც ჯანმრთელია. მეორე ტური რომ გამოცხადდა, ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე, ისევე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს, სერიოზული საფიქრალი მაქვს. რადგან "ქართულ ოცნებასაც" ბევრი აქვს დაშავებული და "ნაციონალურ მოძრაობასაც". ამიტომ არჩევანი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ ქვეყნის წინსვლისთვის, რომელი ჯობია. ძალიან სერიოზული შეკითხვაა. სხვათა შორის მე არ მაქვს პასუხი ჯერ. ვაკვირდები არჩევნებამდე, რა მოხდება. არჩევანს ალბათ წინა დღეს გავაკეთებ", - განაცხადა სანიკიძემ.

მისივე თქმით, მეორე ტურისთვის ფსიქოლოგიური უპირატესობა "ნაცონალურ მოძრაობას" აქვს. "ინიციატივა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას“ ხელში, ისინი ზარბაზნებს ესვრიან და "ქართული ოცნება" ესვრის ქვებს", - განაცხადა სანიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"