"ქართული ოცნება" გახდა თავის იდეის ოპონენტი და შემდეგ უკვე სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების მოწინააღმდეგე" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" გახდა თავის იდეის ოპონენტი და შემდეგ უკვე სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების მოწინააღმდეგე"

ქართული ოცნება" გახდა თავის იდეის ოპონენტი და შემდეგ უკვე სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების მოწინააღმდეგე - ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გმაზარდია საკუთარ ფეისბუკგვერდზე წერს:

"არასდროს ვყოფილვარ "ქართული ოცნების" არც "გვარდია", არც "არმია", ვიყავი ერთი აქტიური მოქალაქე, სპეციალისტი, რომელიც საჯაროდ ვაკრიტიკებდი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ადამიანის უფლებების გამო ქვეყანაში და "ქართულ ოცნებას", როგორც ალტერნატივას ვგულშემატკივრობდი.

მაშინ წინა ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერები აქტიურად მლანძღავდნენ ამ კრიტიკის გამო. მე, ისევე როგორც სხვები, მართლები აღმოვჩნდით ძირითადად.

2016 წლის არჩევნების, მრავალმხრივ გაუარესებული "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობის და მთავრობ(ებ)ის გამო, მე კი არ აღმოვჩნდი "ქართული ოცნების" ოპონენტად, თავად "ქართული ოცნება" გახდა თავის იდეის ოპონენტი და შემდეგ უკვე სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების მოწინააღმდეგე.

2016 წლიდან აქტიურად დავიწყე ხელისუფლების საჯარო კრიტიკა და მხილება, ისევე როგორც ბევრმა, ვინც ეს სხვაობა დაინახა.

ახლა ამ ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერებმა დაიწყეს ჩემი და ჩემნაირი მაკრიტიკებლების ლანძღვა.

თუმცა, ყველაფერი მოხდა ზუსტად ისე, როგორც ვამბობდით და აღმოჩნდა რომ უმეტეს წილ მართლები ვიყავით.

კვლავ წრეზე დავდივართ. იცვლება დასახელებები და არ იცვლება მიდგომა.

დღეს ვგულშემატკივრობ იმათ, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამხელს. ვარ სკეპტიკოსი ხელისუფლების მიმართ და ვგრძნობ, რომ უბრალოდ არ მჯერა ამ "აღიარებებისა" და "სინანულებისა", რომ ეს ყველაფერი უბრალოდ იძულებაა და კონკრეტული გავლენიანი პირების ინტერესების გაფრთხილება.

და ამ პროცესში, მე ჩემს თავს ვეუბნები, რომ ასე ადვილად არ ავყვე ამ უცნაურ რეალითი შოუს, რომ არ მოვდუნდე და გავაძლიერო დღევანდელი ხელისუფლების მამხილებელი მხარე.

თუ დღეს ხელისუფლების ასეთი იძულება და უკანდახევის იმიტაცია "ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორმა უზრუნველყო, ესეც დღევანდელი ხელისუფლების არჩევანი იყო, ეს ფაქტებია. საზოგადოების ვალდებულება კი სიფხიზლეა, რომ ერთგვარი პოლიტიკური იმიტაციები რეალობაში არ აგვერიოს. ახლა საჭიროა კიდევ მეტი მხილება და კიდევ მეტი წნეხი ხელისუფლებაზე, ვისიც ყველაზე მეტად ეშინიათ, სწორედ მათზე აპელირების გზით" - აღნიშნავს გამზარდია