ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით მცირეწლოვანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით მცირეწლოვანი გარდაიცვალა

ვარკეთილში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად მცირეწლოვანი გოგონა გარდაიცვალა. შემთხვევა ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზით ინტოქსიკაცია მიიღეს მშობლებმაც, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

"ინტერპრესნიუსი"