სოფელ ატოცთან ე.წ. მესაზღვრეებმა მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს - კვირის პალიტრა

სოფელ ატოცთან ე.წ. მესაზღვრეებმა მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ატოცთან საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს.

დღეს დილით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ე.წ. მესაზღვრეებმა სატვირთო ავტომანქანებით მავთულხლართების მონტაჟისთვის საჭირო ლითონის კონსტრუქციები მიიტანეს.

ადგილზე ვითარების გასაცნობად, სოფელ ატოცში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთი ციხელაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ჩავიდნენ.

დე ფაქტო რეჟიმის „უშიშროების კომიტეტმა“ ე.წ. საზღვარზე მავთულხლართების მონტაჟის გაგრძელება გუშინ დილით დააანონსა. ქარელისა და ზნაურის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვარზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ გამოჩნდა. მოგვიანებით, ამ ტერიტორიის ერთ-ერთ მონაკვეთზე მავთულხლართებიც დაამონტაჟეს.

"ინტერპრესნიუსი"