"ვმუშაობთ... შედეგებს ყველა იხილავს" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ლარის კურსზე? - კვირის პალიტრა

"ვმუშაობთ... შედეგებს ყველა იხილავს" - რას ამბობს ირაკლი კობახიძე ლარის კურსზე?

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და შედეგებს ყველა ნახავს. ასე უპასუხა კობახიძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვას, თუ რა ფორმით გეგმავს პარლამენტი და მთავრობა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაში მონაწილეობას.

"ჩვენ ვმუშაობთ, დეტალებზე აქ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შედეგებს ყველა იხილავს", - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ კობახიძემ 5 ნოემბერს გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა კურსი დასტაბილურდეს.

იხილეთ ვიდეო