"მე ვიცავ თავისუფლებას" - საზოგადოების ნაწილი "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდსა და 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებს - კვირის პალიტრა

"მე ვიცავ თავისუფლებას" - საზოგადოების ნაწილი "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდსა და 7 ნოემბრის მოვლენებს აპროტესტებს

რუსთაველის თეატრში საზოგადოების ნაწილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდსა და 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გასაპროტესტებლად შეიკრიბა.

ღონისძიების ორგანიზატორია საზოგადოება "მე ვიცავ თავისუფლებას".

ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაზე მომსვლელთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ შესაძლოა გარეთ, ღია ცის ქვეშ გააგრძელონ შეკრება.

შეკრების მთავარი მიზეზია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმის შემუშავება და "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მობრუნების დაუშვებლობა.

"ინტერპრესნიუსი"