"სალომე ზურაბიშვილს მივუტანე თაიგული და ყველა მამაკაცის სახელით, რომლებიც აქ დგახართ, ბოდიში მოვუხადე" - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილს მივუტანე თაიგული და ყველა მამაკაცის სახელით, რომლებიც აქ დგახართ, ბოდიში მოვუხადე"

სალომე ზურაბიშვილს მივუტანე თაიგული და რა ვუთხარი იცით, ყველა იმ მამაკაცის სახელით, რომლებიც აქ დგახართ?! ბოდიში მოვუხადე, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ რუსთაველის თეატრის წინ შეკრებილ საზოგადოებას განუცხადა. მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხყოფას კაცები ასე მდუმარედ იტანენ.

"მეკითხებიან, სალომეს მიუტანეო თაიგული?! დიახ, მივუტანე თაიგული და რა ვუთხარი იცით, ყველა იმ მამაკაცის სახელით, რომლებიც აქ დგახართ?! ბოდიში მოვუხადე ამ ქალბატონს, რომ ჩვენ ყველა მდუმარედ ვიტანთ ამ ქალბატონის ცილისწამებასა და შეურაცხყოფას. კაცები ამას ვიტანთ, ეს სირცხვილია. სირცხვილია, რაც ხდება. რუსეთიდან დესანტი გადმოსვეს. სალომეს აბრალებენ იმას, რაც თვითონ ჩაიდინეს.

ყველანი მივალთ არჩევნებზე და ხმას მივცემთ სალომე ზურაბიშვილს იმიტომ, რომ სალომე არის ევროპული მომავალი, გრიგოლ ვაშაძე კი საბჭოთა ჭაობი", - განაცხადა ხაინდრავამ.

ამასთან, ხაინდრავამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის "საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის გამოზრდილია".

იხილეთ ასევე: "სალომე არის პრეზიდენტი, ერთი ჩეკისტი პრეზიდენტი გვყავდა სააკაშვილი, გენერალი ალასანია მოსკოვში ზის"