"კვირიკაშვილის განცხადება კარგი სადღეგრძელოა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად მოექცნენ" - კვირის პალიტრა

"კვირიკაშვილის განცხადება კარგი სადღეგრძელოა, რომელსაც გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად მოექცნენ"

კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას. მისი თქმით, მთლიანობაში ამ განცხადების შინაარსი გაუგებარია.

"კარგი სადღეგრძელოა. ცუდი ადამიანი არასდროს ყოფილა, კარგი ადამიანია. თუ რატომ გახდა სადღეგრძელოს განცხადებად გამოქვეყნება საჭირო, არ ვიცი. მიზეზი და მიზანი მაინცდამაინც გასაგები ამ განცხადებაში არ არის, თუმცა ცუდსაც ვერაფერს ვხედავ. კარგია თუ ფასეულობები ჰქონდა ყოველთვის, თუმცა მისი აქტიური პროტესტი არ შემხვედრია, სანამ ხელისუფლებაში არ მოვედი და ფაქტობრივად, სახლიდან არ გამოვიყვანეთ. კვირიკაშვილის განცხადებას ლაიტმოტივად გასდევს საყვედური, რომ მას დაუმსახურებლად და ცუდად მოექცნენ. ჩემთვის მოტივი ამ განცხადების გაუგებარია. შესაძლოა, ეს განცხადება უცხოელებისთვის გაკეთდა საკუთარი მნიშვნელოვნების ხაზგასასმელად. მე არ მგონია, რომ მისი განცხადების განხილვა ამ ეტაპზე საინტერესო იყოს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი განცხადებას ავრცელებს. იხილეთ განცხადება