"კალაძემ თქვა, რომ არ გვაპატიებს 7 ნოემბერს, მაშინ, როდესაც 7 ნოემბერს დარბეული მხარე ვართ და თავად მარბიელების მხარეს იყო" - კვირის პალიტრა

"კალაძემ თქვა, რომ არ გვაპატიებს 7 ნოემბერს, მაშინ, როდესაც 7 ნოემბერს დარბეული მხარე ვართ და თავად მარბიელების მხარეს იყო"

7 ნოემბრის გამოყენება პოლიტიკური მიზნით უნდათ წინასაარჩევნოდ და ეს არ არის სწორი, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

ბერძენიშვილი გამოეხმაურა სხვადასხვა ჯგუფის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რომლის მიზანი იყო მოსახლეობისთვის 11 წლის წინანდელი მოვლენების შეხსენება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის გაპროტესტება.

"დღეს არის მცდელობა, რამენაირად ისტორიული თარიღი გამოიყენოს რომელიმე მხარემ საარჩევნო საჭიროებისთვის. ეს არ არის სწორი მიდგომა. დღეს მაგალითად თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ არ გვაპატიებს 7 ნოემბერს. ეს მაშინ, როდესაც 7 ნოემბერს დარბეული მხარე ვართ და კახა კალაძე მარბიელების მხარეს იყო.

ბიძინა ივანიშვილის როლზე არავინ საუბრობს და ამ მოვლენის გამოყენება პოლიტიკური მიზნით უნდათ, მაგრამ ვერ გამოიყენებენ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა ვანო მერაბიშვილს და კალაძე გვერდით ედგათ, როდესაც დღევანდელი პარლამენტის ნახევარი გვერდით ედგათ, როდესაც ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, დაწინაურებული არიან და დღესაც თანამდებობებზე არიან, როგორ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ეს სათავისოდ გამოიყენოს?", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"