"ფინანსების ჯადოქარი" სიმამრი და გაქცეული ცოლი - ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის ყოფილი სიმამრი, რომელმაც "ამერიკა გაძარცვა"
"ფინანსების ჯადოქარი" სიმამრი და გაქცეული ცოლი - ვინ იყო გრიგოლ ვაშაძის ყოფილი სიმამრი, რომელმაც "ამერიკა გაძარცვა"
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სულ ცოტა დრო რჩება. ჟურნალ „გზაში“ გამოქვეყნდა სტატია ერთ-ერთი კანდიდატზე, გრიგოლ ვაშაძეზე, რომლის წარსულიც საკმაო ბურუსითაა მოცული და გასაიდუმლოებული. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

როგორც სტატიიდან ვიგებთ, გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წელს, 19 ივლისს, თბილისში...
1975 წელს გრიგოლ ვაშაძე მოსკოვში გადასახლდა. 1978 წელს გრიგოლ ვაშაძემ ცოლად მოიყვანა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის ხელმძღვანელის, ვლადიმირ ალხიმოვის ქალიშვილი, ნატაშა ალხიმოვა. მათ 1979 წელს ვაჟი შეეძინათ.

საბჭოთა იმპერიის მთავარი ბანკირის სიძეობა სახუმარო
საქმე არ გახლდათ. 1981 წელს, გრიგოლმა გავლენიანი სიმამრის დახმარებით დაიწყო მუშაობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავდაპირველად, უცხოეთში მიმავალი დელეგაციების თანმხლებად, შემდეგ კი კოსმოსისა
და ბირთვული შეიარაღების მიმართულებით, სადაც საბჭოთა კავშირი მხოლოდ სანდო კადრებს ნიშნავდა. თუმცა, ვაშაძის კარიერული წინსვლა (და არა მხოლოდ მისი, არამედ სიმამრისა და მამის) ერთმა ამბავმა შეაფერხა, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ. ამ ამბის შემდეგ ის გადავიდა საბჭოთა კავშირის დიპლომატიური აკადემიის ასპირანტად.


შვილები

უკვე აღვნიშნეთ, რომ გრიგოლ ვაშაძეს პირველ მეუღლესთან, ნატაშა ალხიმოვასთან 1979 წელს ვაჟი შეეძინა. ნოდარი უკვე 39 წლისაა. მის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა და მოსკოვში ცხოვრობს, ამასთან, ნოდარი ევროპაში მამის ღვინის კომპანიის (Georgia Arts Managment და Gregori Vashadze and BR.) წარმომადგნელია. ნოდარი დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.
გრიგოლ და ნოდარ ვაშაძეები
გრიგოლ ვაშაძეს მეორე ცოლთან, ნინო ანანიაშვილთან, რომელზეც 1988 წელს იქორწინა, 12 წლის ელენე ჰყავს.

სიმამრი - კაცი, რომელმაც ამერიკა გაძარცვა

ვლადიმირ ალხიმოვი 1919 წელს, სმოლენსკის ოლქში დაიბადა. გარდაიცვალა 1993 წელს. დასავლეთის ბანკებისა და ფინანსების სამყაროში მას "ფინანსების ჯადოქრად" მოიხსენიებდნენ.
"მიუხედავად მისი ტიპური რუსული და საბჭოური ჰაბიტუსისა, მასში უოლ სტრიტის ბირჟის მაკლერის ელეგანტურობაც იყო. ეს ახალი ტიპის საბჭოთა ადამიანი კარგი იუმორით გამოირჩეოდა, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი თვისება ის გახლდათ, რომ პარტნიორის ნდობას იოლად მოიპოვებდა და მათ საბჭოთა კავშირის შესახებ უქმნიდა წარმოდგენას, რომ ეს სერიოზული და ანგარიშგასაწევი ქვეყანა მზად იყო, ბიზნესის ყველა კანონს დამორჩილებოდა და მიეღო", - ეს გახლავთ ციტატა ძველი უცხოური პრესიდან, რომელიც ვლადიმირ ალხიმოვზე მოუთხრობდა მკითხველს. მის სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირის გასვლა საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკურ სისტემაში, პარტნიორობის საფუძველზე.
40 წელზე მეტხანს სწორედ ის განსაზღვრავდა სახელმწიფოს ფინანსურ-კრედიტულ პოლიტიკას, ჯერ როგორც საგარეო ვაჭრობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი როგორც საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე.
დღევანდელი გადასახედიდან, საქმე, რითაც ალხიმოვი იყო დაკავებული: დასავლეთის ქვეყნებთან საკრედიტო ურთიერთობების განვითარება, სახელმწიფოსთვის ძალზე ხელსაყრელ ფასად ამერიკისგან ხორბლის დიდი პარტიის შესყიდვა, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკისთვის დამოუკიდებლობის სტატუსის მინიჭება, შესაძლოა ჩვეულებრივად მოგვეჩვენებოდა, თუმცა, მაშინ ეს ყველაფერი ძალზე რთული ამოცანა გახლდათ, ხშირად კი ფარულ ბრძოლებთანაც იყო დაკავშირებული.
...
თავის დროზე საკმაოდ ცნობილი იყო ამბავი, რომელიც ამერიკისგან ფურაჟული ხორბლის (მცენარეული საზრდო, რომელიც განკუთვნილია ცხოველების საკვებად) დიდი პარტიის შეძენას შეეხებოდა. ალხიმოვმა მოახერხა ძალზე დიდი ფასდაკლების მიღება.

დონალდ ქენდალი, კომპანია "პეპსიკოს" პრეზიდენტი:
- ამერიკელები გარიგებას იაფფასიანად მიიჩნევდნენ და მის გადახედვას მოითხოვდნენ კიდეც. ქვეყანაში დიდი ხმაური ატყდა, ამერიკული გაზეთები სათაურებით აჭრელდა: "ალხიმოვმა ამერიკა გაძარცვა".

1986 წლის იანვარში ალხიმოვს პოსტის დატოვება მოუხდა. ამის მიზეზი კი, როგორც ამბობენ, მისი ქალიშვილის ინგლისში გაქცევა გახლდათ...


ცოლის გაქცევა
ზემოთ დავწერე, რომ გრიგოლ ვაშაძის კარიერა ერთმა ამბავმა დაასრულა, ეს მისი ოჯახური დრამა გახლდათ:
მისი მეუღლე, ნატაშა ალხიმოვა ჯერ კიდევ გათხოვებამდე მეგობრობდა ცნობილ პიანისტთან, ანდრეი გავრილოვთან. მეგობრობა გაღრმავდა და 1985 წელს გაირკვა, რომ ნატაშამ ქმარი მიატოვა და ანტისაბჭოთა განწყობებით გამორჩეულ გავრილოვთან ერთად დატოვა საბჭოთა კავშირი, ლონდონში გადასახლდა. (წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 8 ნოემბრის ნომერში)


მარი ჯაფარიძე
მაკა
09 ნოემბერი 2018 11:23
ვიღაცამ იწვალა, იშრომა და დაწერა სრულიად უინტერესო სტატია, მეგონა რაღაც კვანძი გაიხსნებოდა , ფარდა აეხდებოდა საიდუმლოს და საინტერესოს გაიგებდა მკითხველი , დიდი არაფერი , არა ინფორმაციული სტატიაა.ადამიანი ძალიან ჩვეულებრივი წარსულით .
ანტიქოცი
09 ნოემბერი 2018 11:19
ქოცნახირი, ქოცნახირმა, ქოცნახირს, ქოცნახირის, ქოცნახირით, ქოცნახირად, ქოცნახირო!
ucnobi
09 ნოემბერი 2018 11:08
ლანა 100 პროცენტიანი ხარ

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები