"ქართული ოცნების" ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ ვაშაძეს აძლევს ხმასო" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ ვაშაძეს აძლევს ხმასო"

"ქართული ოცნების"ჭორების გამავრცელებელი მანქანები ჭორებს მივრცელებენ ვაშაძეს აძლევს ხმასო, - ამის შესახებ"შენების მოძრაობის"ლიდერმა, პირველ ტურში პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის"გადაცემაში"360 გრადუსი"განაცხადა. მისი თქმით, "ქართული ოცნება"ვერ გათავისუფლდა იმ უბედურებისგან, რომ თუ ხმას არ აძლევ "ოცნებას", აძლევ - "ნაციონალურ მოძრაობას".

"ახლა იცით რით არიან დაკავებული მათი ჭორების გამავრცელებელი მანქანები?! დაძვრებიან აქეთ-იქით და უსუფაშვილი ხმას აძლევს ვაშაძესო. ხალხი, რომელმაც სადაცაა"ნაციონალური მოძრაობა"და ვაშაძე უნდა დამისვან ხელისუფლებაში, რის თაობაზეც ამდენი ხანია ვკამათობ, ვურჩევ, ვწერ, ველაპარაკები, ამ ჭორებს ავრცელებს. ვერ გათავისუფლდნენ ამ უბედურებისგან, რომ მე თუ არ მაძლევ ხმას, ე.ი."ნაციონალურ მოძრაობას"აძლევ ხმას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.