"სააკაშვილის ნდობა წარმოუდგენელია...არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ნდობა წარმოუდგენელია...არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან"

ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ქმედებებს საკუთარ ფეისბუკგვერდზე ეხმაურება:

"სააკაშვილის ნდობა რომ წარმოუდგენელია, იქიდანაც გამოჩნდა, რა განცხადებაც გააკეთა "ერთ ოჯახზე". ის, რომ ჩვენი ინტერესები სალომე ზურაბიშვილის დამარცხებასთან მიმართებით ერთმანეთს დაემთხვა, მასთან ერთ ოჯახად არანაირად არ გვაქცევს - მაგრამ სასურველის რეალობად გასაღება, მისი საყვარელი სპორტია.

არსებობენ წებოვანი ადამიანები, რომლებსაც კარს რომ უკეტავ, ფანჯრიდან მოძვრებიან და იმათ ფანჯარაც დაკეტილი უნდა დაახვედროო - ბებიაჩემმა მასწავლა ჰალსტუხის შეკვრასთან ერთად და ძალიან გამომადგა.

შეგახსენებთ, რომ  მიხეილ სააკაშვილი ჰელსინკში "ევროპული საქართველოს" ლიდერს გიგი უგულავს შეხვდა და განცახადა, ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახიო.

"ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ" - რას ამბობს სააკაშვილი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ