"ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას მოსახლეობის აღქმაში" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა“ და „ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას მოსახლეობის აღქმაში"

"ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე "ნაციონალური მოძრაობა 2“ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას საქართველოს მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავასა და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰელსინკში შეხვედრის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობერიძემ აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს გაყოფილა.

ლევან კობერიძე

"ნაციონალური მოძრაობა“ და იგივე "ნაციონალური მოძრაობა 2“ - ასე დავარქმევდი, არც გაყოფილან არასდროს რეალურად. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი ოჯახი, როგორც მოიხსენიებენ ერთმანეთს და ვფიქრობ, რომ ასე დიდ ოჯახად გააგრძელებენ უკუსვლას საქართველოს მოსახლეობის აღქმაში და მათ მხარდაჭერაში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და ასევე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგი, რომელიც მალე დადგება, ამაში ჩვენ ყველას ერთად დაგვარწმუნებს”, - განაცხადა კობერიძემ.

იხილეთ ასევე: "ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ერთი ოჯახი ვართ" - რას ამბობს სააკაშვილი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ