ეკა ბესელიას შემცვლელად ანრი ოხანაშვილი განიხილება - კვირის პალიტრა

ეკა ბესელიას შემცვლელად ანრი ოხანაშვილი განიხილება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომის შემთხვევაში, ის შესაძლოა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა შეცვალოს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ეკა ბესელიას შემცვლელად დეპუტატ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა სახელდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ოხანაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ არაფერი იცის და მსგავსი საკითხი მისი მონაწილეობით არავის განუხილავს.

“ეს ამბავი თქვენგან მესმის. რა დროს ეს არის, როცა ამდენი საქმე გვაქვს არჩევნების მეორე ტურამდე. არანაირი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანრი ოხანაშვილმა.

სააგენტოს ინფორმაციით, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ეკა ბესელიამ, შესაძლოა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და კომიტეტის თავმჯდომარის სავარძლიდან პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. ასეთი შეთავაზება ეკა ბესელიამ უკვე მიიღო.

იხილეთ ასევე: ეკა ბესელია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს?