"ქართულ ოცნებაში" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავს - კვირის პალიტრა

"ქართულ ოცნებაში" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავს

"ქართულ ოცნებაში" პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შეხვედრას მართავს. შეხვედრაში მონაწილეობენ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე.

როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, შეხვედრა არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.

"პარტიის თავმჯდომარე, პარტიის გენერალურ და აღმასრულებელი მდივანი ხელმძღვანელობენ შეხვედრას და ჩვენ ინტენსიურად განვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც უკავშირდება მეორე ტურს, იმისთვის, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვოს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად. ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ, რომ იყო გამოწვევა და ხარვეზი, დაშვებული პირველ ტურში გამოვასწოროთ და საზოგადოებასთან გვქონდეს მაქსიმალურად ახლო კომუნიკაცია იმისთვის, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხი გადავჭრათ რაც შეიძლება სწრაფად", - განაცხადა ოხანაშვილმა.