ზურა ჯაფარიძის და "გირჩის" მორიგი ეპატაჟური აქცია, ამჯერად საოკუპაციო ხაზთან - კვირის პალიტრა

ზურა ჯაფარიძის და "გირჩის" მორიგი ეპატაჟური აქცია, ამჯერად საოკუპაციო ხაზთან

"გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტიის რამდენიმე აქტივისტმა სოფელ ატოცში გამართულ საპროტესტო აქციაზე პროტესტის ნიშნად შარვლები ჩაიხადეს და ოკუპანტს უკანალი უჩვენეს.

ინიციატივა ზურაბ ჯაფარიძისგან მოდიოდა, რომელმაც მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ პროტესტის ისეთი ფორმისთვის მიემართათ, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღებასაც მიიქცევდა და ოკუპანტ რუსეთს დაანახებდა, რომ აქ მათი ადგილი არ არის.