"6 წელი დაიკარგა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს" - კვირის პალიტრა

"6 წელი დაიკარგა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს"

არჩევანი მარტივია, მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა. ამ ორ კანდიდატს შორის არის დიდი სხვაობა - ერთი არის წინსვლა, მეორე უკუსვლა, - ასე მიმართა ბათუმში, "გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებს ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა. მისი თქმით, 6 წელი დაიკარგა, რომელიც უნდა ანაზღაურდეს.

"არჩევანი მარტივი გახდა - მხოლოდ ორი კანდიდატი დარჩა. ამ ორ კანდიდატს შორის არის დიდი სხვაობა - ერთი არის წინსვლა, მეორე უკუსვლა. ბევრი წელი, 6 წელი არის დაკარგული, რომელსაც ავანაზღაურებთ. რატომ არ გვაქვს დრო, რომ მოვითმინოთ 2030 წლამდე?! თუმცა ახლა იძახის 1 წელში ყველაფერს მოვაგვარებო... იმიტომ, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, რომ ქვეყანაში იმედი იყოს, სიცოცხლის ნაპერწკალი იყოს ხალხის თვალებში. ქვეყანა გაჩერებულია და უკან მიდის. ჩვენ ყველასთვის გვინდა წინსვლა, მშობლებისთვის, შვილებისთვის, ბებია-ბაბუებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მშენებლობას, რომელიც გვენატრება“, - განაცხადა რულოვსმა.