"მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს" - კვირის პალიტრა

"მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება... ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს"

პატრიარქის ინიციატივა საინტერესოა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც შეეხება მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ათასი მოწამის სახელობის ხეივნის ან ტაძრის აშენებას. კალაძის თქმით, პატრიარქის სიტყვები მისთვის ბევრს ნიშნავს.

"მოვისმინე ჩვენი უწმინდესის განცხადება. ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საინტერესო პროექტი განხორციელდეს ქალაქისა და თბილისელებისთვის ამ მიმართულებით", - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

იხილეთ ასევე: "მეტეხის ხიდთან სანაპირო მორწყული იყო მოწამეების სისხლით და იქ უნდა იყოს ხეივანი ან ტაძარი, ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედია, ამაზე იფიქრებს"