ყვე­ლა­ზე მეტ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იწ­ვევს, სიმ­პა­თი­ას კი არავინ - ნახეთ ინტერნეტგამოკითხვის შედეგები - კვირის პალიტრა

ყვე­ლა­ზე მეტ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იწ­ვევს, სიმ­პა­თი­ას კი არავინ - ნახეთ ინტერნეტგამოკითხვის შედეგები

გამოკითხულ ინტერნეტმომხმარებლებს შორის ყველაზე მეტ გაღიზიანებას პოლიტიკოსებიდან მიხეილ სააკაშვილი იწვევს, სიმპათიას კი - არც ერთი.

ასეთი შედეგები ვებგვერდებზე - AMBEBI.GE-სა და Kvirispalitra.ge-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში დაფიქსირდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საიტების 8 000-მდე მკითხველმა.

ინტერნეტმომხმარებელი განსაზღვრულ გრაფაში პოლიტიკოსის სახელსა და გვარს საკუთარი სურვილის შესაბამისად უთითებდა. შეკითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი გაღიზიანებთ ყველაზე მეტად? - მკითხველების რეიტინგი ასე გადანაწილდა:

1. მიხეილ სააკაშვილი

2. სალომე ზურაბიშვილი

3. ეკა ბესელია

4. გრიგოლ ვაშაძე

5. ირაკლი კობახიძე

ასე გამოიყურება პირველი ხუთეული, თუმცა იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად აღიზიანებთ მკითხველებს, ასევე მოხვდნენ: გიგა ბოკერია, ნიკა მელია, ბიძინა ივანიშვილი, რომან გოცირიძე, თეა წულუკიანი და სხვები.

ხოლო შეკითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი იწვევს თქვენში სიმპათიას? - მკითხველებმა ასეთი პასუხები გასცეს:

1. არც ერთი

2. კახა კალაძე

3. გრიგოლ ვაშაძე

4. სალომე ზურაბიშვილი

5. დავით უსუფაშვილი

ასე გამოიყურება პირველი ხუთეული, თუმცა იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც მკითხველში სიმპათიას იწვევენ, ასევე მოხვდნენ: დავით სერგეენკო, გიორგი გახარია, გიორგი ვაშაძე, ბიძინა ივანიშვილი და სხვები.