"არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა" - რას აპირებს თაკო ჩარკვიანი არჩევნების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა" - რას აპირებს თაკო ჩარკვიანი არჩევნების შემდეგ?

არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -"კანონი და სამართალი", - ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსს" განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ კარგს ხედავს ექსპერტ გია ხუხაშვილის იდეაში, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ.

"ეს მისი სურვილია და ძალიან კარგი თუ ამაზე საუბრობს. ყველას აქვს ამის უფლება და მხოლოდ კარგს ვხედავ. მე უბრალოდ იმაზე ვისაუბრებ, ჩვენ რას ვაკეთებთ. მე დავაანონსე კიდეც ცოტა ხნის წინ, უბრალოდ არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია - "კანონი და სამართალი", გამოჩნდება", - განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, მესამე პოლიტიკური ძალის იდეა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის არარეალურია, ხოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ამის განხორციელება შესაძლებელია.

"ახლა მეორე ტურია. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს. შეიძლება ვიღაცა არ გიჟდებოდა ვაშაძეზე, ასეთებიც არიან და ვიცი, რომ ისინი ხმას აძლევენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან მათთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა მეჩითოვის და ზურაბიშვილის გვერდით დგომა", - განაცხადა ჩარკვიანმა.

იხილეთ ასევე: "მე და თაკო ჩარკვიანი ერთად ვიდექით, ახლა განა რა მოხდა ისეთი, რომ "ნაციონალებისკენ" გაიხედა? ეს არის ტიპური მოღალატეობრივი სული"