ვინ იქნებიან თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული ახალი პარტიის წევრები? - კვირის პალიტრა

ვინ იქნებიან თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული ახალი პარტიის წევრები?

პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებული ახალი პარტიის რამდენიმე წევრი კულტურის სფეროს წარმომადგენელი იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ახალი პარტიის - "კანონი და სამართალი" წევრები იქნებიან ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი და რეჟისორი დავით იმედაშვილი.

"არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -"კანონი და სამართალი", - ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსს" განუცხადა. მისი თქმით,

"არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია - "კანონი და სამართალი", გამოჩნდება", - განაცხადა ჩარკვიანმა.

იხილეთ ასევე: "მე და თაკო ჩარკვიანი ერთად ვიდექით, ახლა განა რა მოხდა ისეთი, რომ "ნაციონალებისკენ" გაიხედა? ეს არის ტიპური მოღალატეობრივი სული"