თბილისის მერიის შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს - კვირის პალიტრა

თბილისის მერიის შენობა, შესაძლოა, გაიყიდოს

დედაქალაქის მერიის შენობას საპრივატიზაციოდ ამზადებენ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ამ დროისთვის განიხილება ოთხი სხვადასხვა ტერიტორია, სადაც მერია შესაძლოა, გადავიდეს.

ერთ-ერთ ვარიანტად თბილისის ზღვაზე, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ტერიტორია განიხილება, რომლის შესწავლაც მერიას უკვე დაწყებული აქვს.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მერიის განთავსებისთვის ასევე განიხილება აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოს ადმინისტრაციის ყოფილი შენობა.

არაოფიციალური ინფორმაციით, შენობაში, რომელშიც თბილისის მერია ამჟამადაა განთავსებული, მაღალი კლასის სასტუმროს განთავსებაა დაგეგმილი.