"მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია" - როგორ ეხმაურება ევროპარლამენტარი საპრეზიდენტო არჩევნებს? - კვირის პალიტრა

"მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია" - როგორ ეხმაურება ევროპარლამენტარი საპრეზიდენტო არჩევნებს?

მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის წევრმა ანა გომეშმა განაცხადა.

„საქართველოს არჩევნების პირველი ტური მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში გაიმართა. ჩვენ მონიტორინგი გავუწიეთ ამ არჩევნებს. წინასაარჩევნო კამპანიის გარემო დაძაბული იყო. საჭიროა, რომ ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, მედიამ და კანდიდატებმა პასუხისმგებლობა აიღონ და არ გააღრმავონ პოლარიზება და არ დათესონ სიძულვილი. მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და არანაირად არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

"ინტერპრესნიუსი"