"ყოფილი რუსი ელჩი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად" - კვირის პალიტრა

"ყოფილი რუსი ელჩი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად"

ყოფილი რუსი ელჩი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად. ამის შესახებ ევროპარლამენტის რუმინელმა წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტის პლენარული სესიის დროს განაცხადა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო და მოლდოვა მნიშვნელოვანი ქვეყნებია ევროკავშირისთვის. ამ ორმა ქვეყანამ, განსაკუთრებით საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. საქართველოს მიერ მიღწეული სტაბილურობისა და დემოკრატიის დონე საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიხილეთ. ყოფილი რუსი ელჩი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად", - აღნიშნა მან.

"ინტერპრესნიუსი"