სამხედრო მოსამსახურე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს - კვირის პალიტრა

სამხედრო მოსამსახურე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორის, 1989 წელს დაბადებულ რიგით ლ.ბ.-ს გარდაცვალების გამო. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"