რომელ საათამდე შეძლებენ ემიგრანტები არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას? - კვირის პალიტრა

რომელ საათამდე შეძლებენ ემიგრანტები არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას?

უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს. თავად გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი არჩევნებში მონაწილეობას 26 ნოემბერს მიიღებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.