რომელ საათამდე შეძლებენ ემიგრანტები არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას?
14-11-2018
რომელ საათამდე შეძლებენ ემიგრანტები არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას?
უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს. თავად გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ავღანეთში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ისინი არჩევნებში მონაწილეობას 26 ნოემბერს მიიღებენ.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.
ალექს
15 ნოემბერი 2018 10:29
საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო სრულიად შეგნებულად დადებული მუხრუჭია,რომელიც თავსმოხვეულმა რუსულმა ძალამ,ნაცქოცმოქკავშირმა სატელიტებიანად შექმნა და აღასრულებს ქვეყნის დასაქცევად !
ეს ჩარჩო ანეიტრალებს ყოველგვარ სახალხო აქტიურობას და გაბატონებულ სამოხელეო პარტოკრატიულ კასტას ,სამართალდამცავებს,მაკონტროლებლებს,დამსჯელებს აძლევს განუსაზღვრელ საშუალებას კანონის ფარგლებში ძარცვონ მოსახლეობა და სახელმწიფო!
ეს ეხება ყველა სფეროს,არჩევნებს,სოციალურ და სხვა უფლებრივ სფეროს ,საერთო სარგებლობის სახელმწიფო ქონებას, ჯანდაცვას,ლარს ,ქონებას ,ბიზნესს,საბაჟოს,გადასახადებს ,კომუნალურ და სხვა საკითხებს,ყველგან ,ყველაფერში არგანვითარების და ნიჰილიზმის მუხტებია ჩადებული,არაპრევენციულია,პირიქით ამრავლებს დანაშაულს, მისი არარსებობის დროს იგონებს მას,მერე სასჯელზე ვაჭრობს, ტოვებს ხვრელებს სიმძიმესა და ზიანს , სასჯელის ზომას შორის გარიგებისათვის ,მათ შორის პოლიტიკური დაკვეთით არასასურველებთან ანგარიშსწორებისათვის !
არც ბესელია ოხანაშვილი უშველის და არც უშუკაშვილ სააკაშვილი,სწორედ მათი შექმნილია !
ახალი ძალაა საჭირო ,ძველი პარტიებიდან გადმოსული ახალი სახელი და გვარი კი არა მარტო ,ახალი,სულ ახალი,ცინცხალი ძალა!
არის ასეთი ძალა,მას ახალგაზრდობა ქვია,საქართველოს ახალგაზრდობა,რომელიც არასოდეს ყოფილა იმ 243 პარტიის წევრი და მათთან გარიგებული ,საჯარო რეესტრში რომაა რეგისტრირებული !

რედაქტორის რჩევით