საარჩევნო ბანერებზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად - კვირის პალიტრა

საარჩევნო ბანერებზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ნაც­ვლად

თბილისში საარჩევნო ბანერების ნაწილზე, სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილის ფოტო გამოჩნდა, საარჩევნო სლოგანი კი არის - "პრინციპული არჩევანი". ბანერებზე ასევე წერია ფრაზა - "ღირსება, თავისუფლება, განვითარება".

მეორე ტურისთვის სრულიად განახლდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებიც, შეცვლილია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ფოტოები და სლოგანი - ფრაზა "ერთად საქართველოსთვის" ახალი დევიზით - "პრინციპული არჩევანი" ჩანაცვლდა.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

იხილეთ ვიდეო