რატომ არის გამოსახული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი? - პრემიერის განმარტება - კვირის პალიტრა

რატომ არის გამოსახული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი? - პრემიერის განმარტება

ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში და ამაში განსაკუთრებული არაფერია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არის გამოსახული სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერებზე ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერს დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. შესაბამისად, თითოეული ჩვენგანი, მათ შორის პარტიის დამფუძნებელიც, ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აქტიურად მონაწილეობს საარჩევნო კამპანიაში. ამაში განსაკუთრებული არაფერია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ინტერპრესნიუსი"