რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე მათი ლიდერების გამოჩენაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე მათი ლიდერების გამოჩენაზე?

პარტია "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მათი ლიდერების საარჩევნო ბილბორდების გამოჩენას, არჩევნების მეორე ტურში პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნიან.

"ქალაქის ქუჩებში პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკური ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიც და სლოგანიც," - აცხადებენ მმართველ პარტიაში.

დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების ბილბორდები გამოჩნდა, რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო