რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე მათი ლიდერების გამოჩენაზე?
15-11-2018
რას ამბობენ "ქართულ ოცნებაში" სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე მათი ლიდერების გამოჩენაზე?
პარტია "ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მათი ლიდერების საარჩევნო ბილბორდების გამოჩენას, არჩევნების მეორე ტურში პარტიის ახალი სტრატეგიით ხსნიან.

"ქალაქის ქუჩებში პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა პოლიტიკური ლიდერების ბანერების განთავსება ახალი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. მეორე ტურის კამპანიის ფარგლებში განახლდა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბილბორდებიც და სლოგანიც," - აცხადებენ მმართველ პარტიაში.

დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად თბილისსა და რეგიონებში პარტია "ქართული ოცნების" ლიდერების ბილბორდები გამოჩნდა,
რასაც საზოგადოებაში და სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

მართალა
19 ნოემბერი 2018 12:41

ნუ მბლოკავთ ოცნების მონებო!!!!!!!!!!!!!!!
ასეთი სამარცხვინო საარჩევნო რეკლამა აფრიკის ჯუნგლებში თუ შეიძლება მოვიძიოთ!!!!!!!!!
რას შვრება ეს ქვეყნის მომთხრელი ოლიგარქი და რეებს კადრულობს........დაბეჩავდა ქვეყანა თუ რაა??????
.... რას გვპირდებიან სამომავლოდ, სჯობია ის განუმარტონ ხალხს..........
მაგრამ ალბათ დაპირებების რომ აღარ სჯერა ხალხს, ამ სულელურ ბილბორდებს აჩეჩებენ მათ!!!!!
უთავოები და უვიცები არიან, ქვეყნის მართვა ვერ შესძლეს და ისე მოსდით .....მეცხვარე რომ ატყუებდა ხალხს... მგლები, მგლებიო... 2–3–ჯერ გამოუვიდა ტყუილი და მოსულ ხალხს მიახალა–ვიხუმრეო!!!!!!!!!!!
და როცა მართლ დაეცა ცხვრის ფარას მგლების ხროვა და მორთო ღრიალი–მიშველეთ, მგლები, მგლებიო, აღარავინ მოვიდა მოსაშველებლად....ყველას ტყუილი ეგონა.........
ასე მოსდის ოცნებებში ჩაფლულ საქართველოს ჭორვილატორსაც–––ნაცების ყვირილით და დაშინებით დაღალეს ქვეყანა და ხალხი და საქმის და წინასაარჩევნო დაპირების შესრულეება აღარც კი გახსენებიათ!!!!!!!
და ეხლაც ამითი უნდათ ხალხის მოტყუება, ჩვენდა სამწუხაროდ......
სოს
16 ნოემბერი 2018 10:02
პრეზიდენტობის 3 კანდიდატი გვყავს?

რედაქტორის რჩევით