"წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე" - კვირის პალიტრა

"წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე"

წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც მოხვდა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალი კანდიდატია წარმოდგენილი და ამაზე დიდ აქცენტს მმართველ პარტიაშიც აკეთებენ, საბოლოოდ კამპანიაში მაინც მამაკაცები დომინირებენ, რაც გენდერული თვალსაზრისით დადებითად ვერ შეფასდება. გიგაურის განცხადებით, მიუხედავად სქესისა, ამ ტიპის კამპანიაში თავად კანდიდატი უნდა დომინირებდეს.

"ეს არის ცალსახად ერთგვარი პიარ-კამპანია და ამაში გასაგებია, რომ გარკვეულ აზრს ისინი ხედავენ. ერთადერთი ჩემთვის რაც არის სამწუხარო, თვითონ საუბრობდნენ, რომ ზურაბიშვილი იყო პირველი ქალი კანდიდატი და ის, რომ ქალი გახდება პრეზიდენტი, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ ვხედავთ, რომ დომინირებენ მამაკაცები. წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც მოხვდა, ეს არ არის დამახასიათებელი ევროპული ტიპის სახელმწიფოსთვის. მიუხედავად იმისა, ქალია თუ კაცი კანდიდატი, ის მონაწილეობს და დომინირებს კამპანიაში და შესაბამისად გენდერულ ჭრილშიც ვერ შევაფასებ ამას დადებითად ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

"ქალბატონო სალომე, როგორ შეცვლილხართ“ - როგორ ეხმაურებიან ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ივანიშვილის გამოჩენას

"ინტერპრესნიუსი"