"ამომრჩეველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შემსრულებელი ხელისუფლება არასდროს გვეყოლება" - კვირის პალიტრა

"ამომრჩეველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შემსრულებელი ხელისუფლება არასდროს გვეყოლება"

ეს სიღარიბე, ეს უმუშევრობა, ეს დევნილობა, სოფლებში რომ გზა არ არის, ახლა დაიწყო?! სადღაც გაკეთდა, სადღაც არ გაკეთდა, - ამის შეახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაპირებების 100 პროცენტით შემსრულებელი ხელისუფლება ვერასდროს მოვა, ხოლო ამომრჩეველი მოცემულობიდან გამომდინარე უნდა ამოვიდეს. ჭანკვეტაძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების დროს ანალოგიური პრობლემები იყო, თუმცა ეს არ შუქდებოდა, ხელისუფლება კი ერთსა და იმავე საწარმოს, რამდენჯერმე ხსნიდა, რაც პიარისთვის იყო გათვლილი.

"ეს სიღარიბე, ეს უმუშევრობა, ეს დევნილობა, სოფლებში რომ გზა არ არის, ახლა დაიწყო?! სადღაც გაკეთდა, სადღაც არ გაკეთდა. ეს ამომრჩეველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შემსრულებელი ხელისუფლება არასდროს გვეყოლება. ამომრჩეველს გვაქვს რაღაც მოცემულობა და იქიდან უნდა ამოვიდეთ. სულ ნათელმირონი რომ იყოს გრიგოლ ვაშაძე ჩემთვის, არის იმ რეჟიმის, მიხეილ სააკაშვილის ხელდასმული და დაღდასმული კანდიდატი, ამიტომ ვერანაირად ვერაფერი მაიძულებს, რომ ამ კანდიდატს მივცე ხმა", - აღნიშნა ნინელი ჭანკვეტაძემ.

ნინელი ჭანკვეტაძე: "მე არავის, არაფერს დავპირებივარ და ნუ მთხოვთ პასუხს!"

"ინტერპრესნიუსი"