საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, შედეგად კი დამწვარია 6 კვ.მ ფართობი.

"ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"