"ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო არის ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და ვაჟ­კა­ცუ­რად მოქ­ცე­ვა" - სალომე ზურაბიშვილის ვაჟი ვიდეომიმართვას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ჩემ­თვის სა­ქარ­თვე­ლო არის ქა­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა და ვაჟ­კა­ცუ­რად მოქ­ცე­ვა" - სალომე ზურაბიშვილის ვაჟი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი პირად ფეისბუკ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მუქარის მიუხედავად მაინც გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა:

"გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, რადგან ეს არის ჩემი მოვალეობა, როგორც შვილი და როგორც ქართველი კაცი, ვიყო დედაჩემთან და დავიცვა.ეს არის ჩემი გაგება, თუ რა არის საქართველო. ჩემთვის საქართველო არის ქალის პატივისცემა და ვაჟკაცურად მოქცევა. ამის გამო, არჩევნებამდე ვიქნები და არჩევნებამდე დავრჩები, რადგან ეს არ არის ნორმალური არჩევანი, ეს არის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა, რომ ის საბჭოთა წარსული არ დაბრუნდეს. ეს არის ჩვენი ბრძოლა, რომ მომავალი, ევროპის მომავალი ავირჩიოთ და ჩვენ ერთად, თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობასთან ვიქნებით და თავისუფლად, ერთად დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას და საქართველო გაიმარჯვებს", - აცხადებს ვიდეომიმართვაში თეიმურაზ გორჯესტანი.