"ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა ჰააგაში?! არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი"
16-11-2018
"ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა ჰააგაში?! არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი"
არ ყოფილა შემთხვევა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, არაზნეობრივი და ამორალური ქმედება, რომლის მიზანია ავანერვიულოთ ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ერთადერთ რაღაცას აკეთებენ, ასრულებენ ბრძანებებს და ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა ანა დოლიძემ "ტვ-პირველის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს წინაშე სულ მცირე სამი პრეზიდენტი წარდგა - კენიის მოქმედი პრეზიდენტი, კოტ დივუარის პრეზიდენტი და სუდანის პრეზიდენტი, წარმდგარია ასევე გენერალიტეტი. "ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა
ჰააგაში?! იქ შეიძლება ადამიანები დაიბარონ მოწმეების სახით, თორემ პასუხისმგებლობის საკითხი შემოიფარგლება უმაღლეს დონესთან მიმართებაში. ეს არის პრეზიდენტები, არმიის ხელმძღვანელები და მეთაურები, რომელთაც ჩადენილი აქვთ კონკრეტული ფართომასშტაბიანი დანაშაულებები. ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველა მხრიდან უნდა იყოს, რომ ამ ტიპის დანაშაულებები ჩაიდინა რუსეთმა ოკუპაციების მცდელობების დროს და ასეც
იყო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია, აგროვებს მტკიცებულებებს და ჩვენს სახელმწიფო ინტერესშია მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც რუსეთის დანაშაულებებს აჩვენებს. "რუსეთის მხარე არ თანამშრომლობს, მათ არ აინტერესებთ საერთაშორისო მართლწესრიგი, ფეხებზე ჰკიდიათ. გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენს სახელმწიფო ინტერესშია მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც რუსეთის დანაშაულებებს აჩვენებს. რაც შეეხება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს, ეს პასუხისმგებლობა მაინც ინდივიდუალურად დადგება. ამაშია ხალხის ტვინის აბნევის მცდელობა - ის პროცესი, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, პასუხისმგებლობას აყენებს ინდივიდუალურად. ამ პასუხისმგებლობის საკითხს ადგენს ჰააგა და ფატუ ბენსუდა და შემდეგ ის სასამართლო, რომელიც განსჯის", - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"
ალექსი
16 ნოემბერი 2018 22:20
ეგ ქალბატონი რაღაც ბევრს იღებს მის თავზე .მეზღაპრე
İvana
16 ნოემბერი 2018 21:35
SHENCHA GVAKLDİ WUNKALİANİS DASACAVAD ERTNAİREBİ XART.
...
16 ნოემბერი 2018 21:35
Haagashi cavlen rusi generlebi + misha da kezera

რედაქტორის რჩევით