სალომე ზურაბიშვილი: "პრეზიდენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს"
17-11-2018
სალომე ზურაბიშვილი: "პრეზიდენტს ძალიან ბევრი საქმე აქვს"
ეს საზოგადოება უნდა შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რომელიმე სხვა ქვეყნის "კოპიო", არამედ თანამედროვე და ქართული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზაცია "ქალები სამართლიანობისთვის" წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ძალიან ბევრი საქმე აქვს პრეზიდენტს, თუ სერიოზულად მიიღებს ფუნქციას და არ ჩაერთვება პოლიტიკაში, რაც მე დღეს ნაკლებად მაინტერესებს. მე მინდა, რომ ეს საზოგადოება შევცვალოთ და ნამდვილად ავაშენოთ ის თანამედროვე, ქართული საზოგადოება, არა რაღაცა "კოპიო"
რომელიმე სხვა ქვეყნის, არამედ თანამდეროვე და ქართული. ეს დამოკიდებულია ბევრ რამეზე, მათ შორის პედაგოგებზე, განათლებაზე. ძველი საქართველო, რომლიდანაც მე მოვდივარ და რომელზეც ვიღაცეებს პრეტენზია აქვთ, რომ ის ენა და კულტურა აღარ მოგვწონსო, დაფუძნებული იყო პედაგოგებზე, მასწავლებლებსა და მათ მიმართ პატივისცემაზე. ეს არ არის მხოლოდ ხელფასის
საკითხი. არის ხელფასის საკითხიც, თუმცა მთავარია ასევე საზოგადოების დამოკიდებულებაც. მე იმედი მაქვს, რომ ვითანამშრომლებთ ამ პრობლემების მოგვარებაში. პრობლემები არის, მაგრამ პრობლემა რომ არ იყოს საინტერესოც არ იქნებოდა...

"ყველაზე რთული იქნება, როგორ უნდა შევასრულო ის დაპირება, რომ ხვალ ვიყო ყველას პრეზიდენტი. ესე იგი, უნდა დავივიწყო ყველაფერი, ყველას ცილისწამება, ყველა მუქარა ჩემი და ჩემი შვილების მიმართ, ყველა უსამართლობა, რაც იყო ნათქვამი არა მხოლოდ ჩემზე. ვის გაახსენდა არ ვიცი, მაგრამ ამ დილით წავიკითხე ბაბუაჩემზე წერდნენ, თურმე თარგმნა იტალიური ნოველა ქართულად და სათაურად ჰქონდა "ქაჯი". ეს თურმე საქილიკო საქმეა, მაგრამ მე ვთვლი, რომ საამაყოა, რადგან დიდი ხნის წინ ევროპული ლიტერატურა შემოჰქონდა საქართველოში. იმედი მაქვს ასე გავაგრძელებთ და შემოვიყვანთ ევროპულ ლიტერატურას და ჩვენ გავალთ ევროპაში. სულ ვამბობთ, რას მოგვიტანს ეს მთავრობა, ან ის მთავრობა, ან ევროპა, ან რა გვეშველება. მე მოვდივარ იმისთვის, რომ ვთქვათ, გვეშველება. ჩვენ ევროპაშიც გვაქვს სათქმელი, თუნდაც იმ ტოლერანტობაზე, რაც საქართველოში გვაქვს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით