"კარგად ვიცი, ვისი მომხრეა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილზე? - კვირის პალიტრა

"კარგად ვიცი, ვისი მომხრეა" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი ხატია ბუნიათიშვილზე?

მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის დოკუმენტური ფილმის ბანერის ფოტოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში გააზიარა. მისი თქმით, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო.

"თვითონ გამოაკრა 48, ძალიან კარგად ვიცი ვისი მომხრეა და ვისი - არა. ამავე დროს გერმანულადაც ვკითხულობ. მე მადლობა ვუთხარი, როგორც ხუმრობა, მე თვითონ. ხუმრობის უფლება აღარ მაქვს, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ?" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გააზიარა პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ბანერის ფოტო, რომელსაც რიცხვი 48 ეწერა და დააწერა "მადლობა".

იხილეთ ასევე: სალომე ზურაბიშვილი: "მე ვერ მხედავთ ბანერებზე? მგონი, ჩემი სურათი არის ბევრად ლამაზი"

"ინტერპრესნიუსი"