"როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ 1.65 კურსით გაუსტუმრებს ხალხს ვალებს, საიდან მოაქვს ამის რესურსი" - სააკაშვილის წინასაარჩევნო ტყუილები?!
"როდესაც სააკაშვილი ამბობს, რომ 1.65 კურსით გაუსტუმრებს ხალხს ვალებს, საიდან მოაქვს ამის რესურსი" -  სააკაშვილის წინასაარჩევნო ტყუილები?!
"როდესაც სააკაშვილი საუბრობს იმაზე, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, ამის რესურსი რა არის?! საიდან მოაქვს რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს. ეს ყველაფერი არის წინაასარჩევნო რიტორიკა და არა უმეტეს ამისა", - ასე აფასებს საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ამ არჩევნებზე ამ ტიპის რიტორიკა ამ საკითხებზე აცდენილია ყოველგვარ ლოგიკას, რადგან საპრეზიდენტო უფლებამოსილება არანაირად არ გულისხმობს ამ საკითხებში მონაწილეობას ამა თუ
იმ ფორმით.

„შესაბამისად, გასაგებია, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური რიტორიკა. არსებობს საკმაოდ დიდი სოციალური სეგმენტი, რომლის მიმხრობასაც ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“. პრეზიდენტს იმის უფლებამოსილებაც არ აქვს, რომ ამ მხრივ რამე აკეთოს, არამედ იმის უფლებაც არ აქვს, რომ ამაზე ბევრი ილაპარაკოს, რადგან მის კონსტიტუციურ კომპეტენციას ეს საკითხები
სცილდება.
პრობლემა არსებობს, ეს საკმაოდ მაღალი სოციალური რისკის ზონაა და ეს ვითარება გარკვეულწილად არასწორი პოლიტიკის გამო ჩამოყალიბდა. რა არის გამოსავლის გზები, ეს ცალკე საკითხია. ის, რომ ბანკები არ უნდა დომინირებდნენ ეკონომიკაზე, სწორია. ის, რომ ივანიშვილია ამის კურატორი, ეს სისულელეა, რადგან პირიქით, ბახტაძის ინიციატივა იყო, რომ ბანკების დომინირება დასრულებულიყო ამ ქვეყანაში და თავის ტყავში ჩატეულიყვნენ საბანკო სისტემები. არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეიძლება, თუმცა რა რესურსებით და როგორ, ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. ამ განცხადების ამოცანა იმდენად არ არის პრობლემების გადაწყვეტა, რამდენადაც წინასაარჩევნოდ, ერთჯერადად ამ სოციალური სეგმენტის გულის მოგება. ისინი იყვნენ ხელისუფლებაში 9 წელი და მე მაინცდამაინც არ მახსოვს ამ სოციალურ პრობლემებზე ასე აქტიურად ეფიქრათ. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, რესურსი რა არის ამის?! საიდან მოაქვთ რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს. ეს ყველაფერი არის წინაასარჩევნო რიტორიკა და არა უმეტეს ამისა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის დღევანდელ განცხადებებს, ხუხაშვილის თქმით, მისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელია პრობლემა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. „სხვა რისკებიც არსებობს. არიან წესიერი გადამხდელები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამის რესურსები რომც არსებობდეს, რამდენად სწორია ასეთი რამის გაკეთება ეს მეორე საკითხია. არსებობენ წესიერი გადამხდელები და თუ ჩვენ რაღაც სეგმენტის პრობლემების გადაწყვეტას დავიწყებთ, ამ შემთხვევაში წესიერმა გადამხდელებმაც შეიძლება ხელი აიღონ გადახდაზე და პრობლემა კი არ გადავწყვიტოთ, კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ. ეს არ არის ასე მარტივი საკითხები, რომ პოლიტიკური დეკლარაციის საგანი გავხადოთ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით. მისი თქმით, სრულიად უსამართლო ვალები 2-წლიანი ვადით გაიყინება.

„ბევრ ხალხს აქვს აღებული სესხი დოლარში. დოლარის კურსი იყო სულ სხვა და ახლა არის სხვა. ხელისუფლების გამოცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით. ეს გააკეთა ჩვენმა მეგობარმა ორბანმა უნგრეთში. ასევე, სრულიად უსამართლო ვალებზე მოხდება მათი 2-წლიანი გაყინვა. ეს არის ჩვენი პროგრამა საბანკო დავალიანებების კრიზისის გადასალახად, ხალხის გაჭირვების შესამსუბუქებლად. ჩვენ ასევე მოვახდენთ საბანკო ბაზრის ლიბერალიზაციას. შემოვიყვანთ ბევრ სხვადასხვა ბანკს უფრო დაბალი პროცენტებით. მევახშე ივანიშვილი ვეღარ შეძლებს ამ ძარცვის გაგრძელებას. ეს პროგრამა ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების მოგების და ყველა ცვლილებასთან ერთად მაშინვე“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამ საკითხზე დღეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც გააკეთა. მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რამდენიმე მოთხოვნას უყენებს. კერძოდ, მისი განცხადებით, ე.წ. შავი სიიდან უნდა ამოიღონ ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ იხდიან კრედიტებს და მათ ვალდებულებები უნდა ჩამოეწეროთ. ასევე, მთავრობამ უნდა შეისყიდოს მათი დავალიანებები. ვაშაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა ამნისტია უნდა გამოაცხადოს ბანკების მიერ დარიცხული სანქცია-საურავების, ხოლო ეროვნულმა ბანკმა ეტაპობრივად უნდა გაანახევროს იპოთეკური სესხების პროცენტი.


"ინტერპრესნიუსი"

Boris grigorichi
19 ნოემბერი 2018 17:04
Kargit ra xalxo xma mogvecit da yvelas valevs piradad me vixdi tanac clis bolomde. Metic titoeuli tqvengani 10 atas larsac miigrbs saaxalod
ალექსი
19 ნოემბერი 2018 11:18
ვითომ ჭარბვალიანობა.ძირი თანხა ყველას გადახდილი აქვს და ეხლა რა პროცენტებს არ ახდევინებენ?ეგენი დაბოლილები არიან
სან დრო©
19 ნოემბერი 2018 10:38
გრიგოლიჩი რომ ამბობდა ყველას ვალებს დაგიფარავთო აი ის სადაა დაანგარიშებული? გამოვა დღეს ვალების აღმრიცხავი მამუკიე ბახტაძე და გაგვახარებს ვალების ჩამოწერას ვიწყებთ ოღონდ ამ და ამ პირობითო. და არ შეეხება ყველას! რა პრინციპით უნდა ჩამოეწეროს ვალები სხვებს? სხვასაც ვალი აქვს და იმას რატომ არა? იქნებ ხვალ უბედურდება და ვეღარ იხდის, მერე მიადგებიან ბიძინის მეც გადამიხადეო? საბანკო სისტემას უნდა მიხედოთ, პოპულისტური განცხადებები კი არ უნდა აკეთოთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები