"მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეთ" - კვირის პალიტრა

"მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი ვალების მომსახურებაში არ მისდიოდეთ"

ჩვენი მიდგომაა, რომ ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი, ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად, მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე მოქალაქეები მოვალეთა რეესტრიდან გარანტირებულად ამოვლენ.

"ჩვენი მიდგომაა, რომ ჭარბვალიანობა, როგორც რისკი და მძიმე ტვირთი, ზოგადად იქნას დაძლეული. შესაბამისად, მუშაობას გავაგრძელებთ, რომ მოქალაქეებს თავისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი არ მისდიოდეთ ვალების მომსახურებაში და ზოგადად, ვალების მომსახურების კოეფიციენტი გავუტოლოთ ჯანსაღ საერთაშორისო პრაქტიკას. ჭარბვალიანობის აღმოფხვრა არის სიღარიბის დამარცხების წინაპირობა. დღეს გაცხადებული გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ასეულობით ათას ჩვენს თანამოქალაქეს, სრულფასოვნად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, რაც მდგრადს გახდის ჩვენს ეკონომიკას, ხოლო საბანკო-საფინანსო სექტორს უფრო ჯანსაღს. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადამიანი იყო, არის და იქნება მთავარი ფასეულობა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ ფინანსური ორგანიზაციების ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეთა დავალიანებების განულების ინიციატივის განხორციელებისთვის მადლობა ფონდ "ქართუს" გადაუხადა.

როგორც ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა".

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო