"წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული პრობლემის მოგვარება შეძლო ივანიშვილმა და ფონდმა "ქართუმ" - კვირის პალიტრა

"წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული პრობლემის მოგვარება შეძლო ივანიშვილმა და ფონდმა "ქართუმ"

"როდესაც საქართველოში რაიმე პრობლემა იყო, რომლის მოგვარებასაც ბიუჯეტი ვერ ახერხებდა, ფონდი "ქართუ" ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისევ ფონდი "ქართუ" აღმოჩნდა ამ პრობლემის მთავარი მომგვარებელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების პირობებში დაწყებული პრობლემის მოგვარება შეძლო.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საფინანსო სექტორისთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს-ტრანზაქცია, ხოლო ფონდი "ქართუსთვის" ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი.

"განცხადებები, რომ გადასახადის პატიოსანი გადამხდელის ფულით ბიუჯეტიდან ფინანსდება სხვა სესხი, რომელმაც ფული არ გადაიხადა, არის აბსოლუტური სპეკულაცია. მთავრობის როლი იყო ის, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ვეძებდით ამ პრობლემის გადაჭრის გზებს, თუმცა საბოლოო ჯამში ამ საკითხის გადაჭრის ტვირთი იკისრა ფონდმა "ქართუმ", რისთვისაც ვუხდი მადლობას. ამავდროულად მადლობას ვუხდით ბანკებს თანამშრომლობისთვის. არ იყო იოლი რამდენიმე ათეული საფინანსო ინსტიტუტის ერთ მაგიდასთან დასმა და შეთანხმების მიღწევა. თუმცა ამ შემთხვევაში მათთვის ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს-ტრანზაქცია, ხოლო "ქართუსთვის" იყო სოციალური პასუხისმგებლობის აქტი. როდესაც საქართველოში რაიმე პრობლემა იყო, რომლის მოგვარებასაც ბიუჯეტი ვერ ახერხებდა, ფონდი "ქართუ" ყოველთვის მხარდაჭერას უცხადებდა. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისევ ფონდი "ქართუ" აღმოჩნდა ამ პრობლემის მთავარი მომგვარებელი.

დაკრედიტების ის უპასუხისმგებლო მოდელი რომელიც ჩვენთან არსებობდა, ეს ამ ხელისუფლების პირობებში არ დაარსებულა, ეს გაცილებით ადრეა დაწყებული. ზუსტად წინა ხელისუფლების პერიოდში დაწყებული პრობლემის მოგვარება შეძლო ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა "ქართუმ," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"