"ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს" - რას ამბობს გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ახალ ინიციატივაზე?
19-11-2018
"ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს" - რას ამბობს გრიგოლ ვაშაძე მთავრობის ახალ ინიციატივაზე?
ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც?!- ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე პრემიერის ახალ ინიციატივას.

ვაშაძე ხელისუფლების ახალ ინიციატივას სასოწარკვეთილების ჟესტად აფასებს.

"არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული სასოწარკვეთილების ჟესტი, იმიტომ, რომ ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. "ქართული ოცნების" ხელისუფლება კიდევ
ცდილობს, ის, რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს, გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. შარშან ჩამოწერეს 75 მლნ-ზე მეტი. არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება, დარწმუნებული იყავით ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი. ჯერ ერთი ამას გაასაღებენ და მეორე, დიდი ბოდიში
მომიხდია და თუ ასე ზრუნავენ საქართველოს მოქალაქეებზე. მაპატიეთ, არჩევნები რაღა შუაში იყო მაშინ? არჩევნებამდე გაეკეთებინათ ეს ყველაფერი. ფული არ არისო რომ იძახდნენ, ახლა წაგების სუნი რომ დატრიალდა ჰაერში, ფულიც მოინახა და სურვილიც? მაგრამ ეს არის სუფთა წყლის ბლეფი და რამენაირად თვითგადარჩენა",- განაცხადა ვაშაძემ.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საფინანსო სექტორთან მიღწეულია შეთანხმება და თითქმის 700 000-მდე მოქალაქეს, რომელიც ე.წ. შავ სიაში იმყოფება, დავალიანებები გაუნულდება.

"საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე ბანკების, ონლაინ-ორგანიზაციებისა თუ სხვა საფინანსო ინსტიტიტების მიმართ, რომელიც ჯამში დაახლოებით მილიარდნახევარ ლარს შეადგენს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს მილიარდნახევრიანი დავალიანება მოქალაქეებს უნულდება. მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


"ინტერპრესნიუსი"

ზაზა
20 ნოემბერი 2018 16:14
გრიგოლი ამბობს სიმართლეს? როდის ჩამოუწერია ბანკებს ვალი ერთი ფაქტი მაინც დადე, კაცი რომელიც ამბობს მე-4 სტადიის პაციენტებზე ფულის ხარჯვა წყალში გადაყრილიაო ის უკვე პრეზიდენტობის კანდიდატი კი არა ადამიანი არ არის.
Gocha
19 ნოემბერი 2018 16:30
მართალია კაცი იმედით ცოცხლობს, მაგრამ ეს იმედი საფუძვლიანი უნდა იყოს და არა ბლეფი.თუ კი დამაიმედებელი და შემდეგ მოატყუილებ,ეს მეტად დამღუპველია,ვიდრე სიმართლე.
მე მჯერა რომ ეს იქნება ბლეფი, ვაშაძე მეტად სიმართლეს ამბობს,არის ასეთი ბრძნული გამოთქმა,თუ არ იხდის ადამიანი მანამდე,ის არ იხდის მას მერე როცა გაინაღდებსო.
რომელი ერთი დაპირება შეასრულა ამ მთავრობამ,მე ხალხზე ასახულ უკეთესს ვგულისხმობ და არა ბესელია, ფარცხალაძეებზე.
...
19 ნოემბერი 2018 16:23
ნეტავი მთავრობაში იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები ასე ფულის მომხვეჭელები და ხარბები არ იქნებიან და ცხოვრება გაუმჯობესდება საქართველოსაც ეღირსება წინსვლა.

რედაქტორის რჩევით