"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის" - კვირის პალიტრა

"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის"

თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სესხის აღების პროცედურები შეიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული დოზით ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში აღარ დადგება. მისივე თქმით, საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებული ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს და ამას არავინ წაახალისებას.

"უპასუხისმგებლო დაკრედიტება იყო. არ ხდებოდა ადამიანების შემოსავლის შემოწმება. ხდებოდა დრაკონულად დიდი ჯარიმების და პროცენტების დარიცხვა. შემოვიდა რეგულაციები და ამის შეზღუდვა, რასაც ჰქვია პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. ეს არის ამოსავალი წერტილი. დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ ასე იოლად დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები შეძლებენ ასეთი სესხების აღებას. შესაბამისად, სუფთა ფურცლით იწყება ეს ყველაფერი და შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს - როგორც საფინანსო ინსტიტუტებმა, ისე მსესხებლებმა. ეს ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს. ამას არავინ წაახალისებას. ეს არის ერთჯერადი ფაქტი, რომელიც მიბმულია იმასთან, რომ შეიცვალა თამაშის წესები. მომავალი თამაშის წესები გამორიცხავს ასეთი დოზით ჭარბვალიანობას. თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის მაგივრად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"