რას ამბობენ ფონდ "ქართუში" 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე - კვირის პალიტრა

რას ამბობენ ფონდ "ქართუში" 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე

ფონდ "ქართუში" 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერის საკითხზე კომენტარი გაკეთდა.

როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, "ქართუს" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფონდი "ქართუ" აქტიურად მუშაობს ხელისუფლებასთამ.

"დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ძალზედ საინტერესო ინიციატივა, რომელზეც ფონდი "ქართუ" აქტიურად მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან. ფონდის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ამ წლის ბიუჯეტში ფონდს უკვე დარეზერვებული აქვს 100 მილიონი ლარი. ამ წლის ბიუჯეტი უკვე გადაწყვეტილი საკითხია და აღნიშნული ფული უკვე დარეზერვებულია. ხოლო მომავალი წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ," - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

"ინტერპრესნიუსი"